სასწავლო პროექტი

ოთახის ყვავილები

პროექტის მთავარი იდეა: ბავშვებმა უნდა მოიძიონ, მოიტანონ და ქოთნებში დარგონ ოთახის ყვავილები, რომლებსაც საკლასო ოთახში განვათავსებთ.
პროექტის აქტუალობა: ხელი შეუწყონ მოსწავლეებს ოთახის ყვავილების უკეთ გაცნობაში. ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივებაში. ისწავლონ ყვავილების მოვლა-პატრონობა და მოფრთხილება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ოთახის ყვავილებზე ინფორმაციის შეგროვება, მათი შესწავლა და დახასიათება.
მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 წელი.
პროექტისათვის საჭირო ძირიადი რესურსები: მასწავლებელი, მოსწავლეები, ნერგები, ქოთნები, მიწა და სამუშაო იარაღები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მოაქვს  ქოთნის ყვავილის ნერგები, ათავსებენ მიწას ქოთნებში, რგავენ ყვავილებს, რწყავენ მათ და დგამენ  მათთვის განკუთნილ ადგილას.
ორივე ჯგუფი აკეთებს დაკვირვების დღიურებს და სისტემატიურად აკვირდებიან მათ მიერ დარგულ ნერგებს, აკეთებენ მოკლე ჩანაწერებს მათი ზრდისა და განვითარების  შესახებ. შემდეგ კი ჯგუფები უზიარებენ ერთმანეთს დაკვირვების შედეგად მიღებულ გამოცდილებას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  შრომა/ბუნება.
ბუნ.II.10. მოსწავლე აღწერს მცენარეების მნიშვნელობას ადამიანისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
ოჯახსა და სკოლაში უვლის მცენარეებს და თავის გამოცდილებას უზიარებს თანაკლასელებს.
პროექტის ხელმღვანელი: ირმა თავაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irmatavadaze@gmail.com